ეროვნულ ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანელი მწერლის როვშან მუსტაფაევის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
დამატების თარიღი: 2012-11-19 16:04:00

19 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანელი მწერლის როვშან მუსტაფაევის მოთხრობების კრებულის "შემოსაზღვრული სამოთხე" პრეზენტაცია გაიმართა.
 
კრებული წიგნად პირველად 2007 წელს, ისრაელში გამოიცა. მანამდე ის რუსულენოვანი ხელნაწერი მოთხრობების სახით არსებობდა და ბაქოში პოპულარული იყო.

როვშან მუსტაფაევს 2008 წლის მაისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გელათის აკადემიის დიპლომი გადასცა.

მუსტაფაევი ბაქოში დაიბადა. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამართლის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანის სახელმწიფო მშენებლობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი, სამი სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, მთელი რიგი საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, ასზე მეტი წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა.

აზრბაიჯანელი მწერლის მოთხრობები რუსულიდან რობერტ მესხმა თარგმნა. კრებული გამომცემლობა "უნივერსალმა" გამოსცა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ