გია ნოდიას საჯარო ლექცია
დამატების თარიღი: 2012-11-14 10:34:00

14 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია: თანამედროვე ტენდენციები“.

სეკულარიზაციის ცნება ორ ძირითად კომპონენტს გულისხმობს. პირველი სამართლებრივ-პოლიტიკურია და გულისხმობს რელიგიის გამიჯვნას სახელმწიფოს და პოლიტიკურ სფეროებს შორის (ანუ „ორმაგ გამიჯვნას“: სახელმწიფო/პოლიტიკა დამოუკიდებელია რელიგიისაგან და პირიქით, რელიგიური სფერო სახელმწიფოსგან ავტონომიურად ვითარდება). ამ შემთხვევაში სეკულარიზაციის საპირისპირო იქნება ტენდენცია, როდესაც რელიგიის პოლიტიკური როლი, ან სახელმწიფო ძალაუფლების ზეგავლენა რელიგიაზე, იზრდება და არა პირიქით.

სეკულარიზაციის მეორე განზომილებაა ადამიანის და სამყაროს მიმართებაშია. აქ სეკულარიზაცია უახლოვდება იმას, რასაც მაქს ვებერმა „სამყაროს განჯადოება“ უწოდა: ადამიანი სამყაროს იგებს და თავის ქმედებას აგებს უფრო მეტად რაციონალურ კონსტრუქციებზე და არა ზერაციონალურ რწმენაზე დაყდნობით. ამ შემთხვევაში რელიგიის ანტიპოდია მეცნიერება; სეკულარიზაცია ნიშნავს რელიგიური რწმენის და რელიგიური პრაქტიკების შესუსტებას, ხოლო დესეკულარიზაცია, პირიქით, რელიგიურობის ზრდას.

გარეგნულად, ეს ორი განზომილება დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, პირველი აზრით სეკულარული სახელმწიფოა, და შეიძლება ამ მხრივ სანიმუშოდაც ჩაითვალოს: სახელმწიფო პოლიტიკა ავტონომიურია ნებისმიერი ეკლესიის მიმართ და პირიქით, ეკლესიები დამოუკიდებელნი არიან სახელმწუფოსგან. მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ამერიკა - განვითრებულ ქვეყნებს შორის - გამორჩეული იყოს რელიგიურობის მაღალი დონით. ზოგის აზრით, აქ სხვა კორელაციია: რელიგიურობა სწორედ იმიტომ არის ძლიერი, რომ რელიგიური სფერო დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და კონკურენტულ სიცრცეში არსებობს. ანუ, არ არის აუცილებელი, სეკულარიზაცია ერთი აზრით კორელაციაში იყოს სეკულარაიზაციასთან მეორე აზრით.

თუმცა, უფრო დაკვირვებული თვალი გვაჩვენებს, რომ გარკვეული კორელაცია მაინც არსებობს. ისტორიულად, წარმოდგენა იმაზე, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივი სეკულარიზაცია უკავშირდებოდა განმანათლებლურ მოლოდინს, რომ მეცნიერების და განათლების გავრცელება შეასუსტებს რელიგიურობას. რელიგიის გამოდევნა საჯარო სფეროდან და კერძო სფეროში მისი ჩაკეტვა (ანუ რელიგიის პრივატიზაცია) სინამდვილეში მაშინაა შესაძლებელი, როცა თვით რელიგიურობა სუსტდება. და პირიქით, თუ რელიგიურობა იზრდება, გაცილებით რთულდება სეკულარიზაცია პირველი აზრით, ანუ რელიგიის იზოლირება საჯარო, პოლიტიკური სფეროსგან. კლასიკური განმანათლებლური თვალთახედვით, რელიგიის პრივატიზაცია გარდამავალი ეტაპია რელიგიის გამოდევნამდე კერძო სფეროდანაც (ამ აზრით, მარქსიზმი კლასიკური განმანათლებლობის რადიკალური გამოატულებაა). 

ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ განამანათლებლური რწმენა, რომლის თნახმადაც მეცნიერება და განათლება საბოლოოდ გამოდევნის რელიგიას, ილუზია ყოფილა. მაგრამ აქედან გამომდინარე, ილუზია გამოდის სრული პოლიტიკურ-სამართლებრივი სეკულარიზაციაც: იქ, სადაც რელიგიურობა ძლიერია, ის უძალიანდება კერძო სფეროში „ჩაკეტვას“.

რა არ ნიშნავს, რომ სეკულარიზაციის ანალიტიკურ ცნებაზე (ან ნორმატულ იდეალზე) უარი ვთქვათ. ის, რომ სეკულარიზაციის რადიკალურ-განამათლებლური მოლოდინი ილუზია აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ სეკულარიზაციის ცნება აზრდაკარგულია. გამოცდილება (მათ შორის ისლამურ სამყაროში) გვაჩვენებს, რომ არც პოლიტიკური სფეროს რელიგიისადმი დაქვემდებარება, ასე ვთქვათ, ნეო-თეოკრატია, მუშაობს. სეკულარულ და რელიგიურ სფეროებს შორის ურთიერთობა ცვალებადი და დინამიკურია: ამ ეტაპზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის ვერ იტანს მარტივ გენერალიზაციასა და ხისტ ნორმატივიზმს. საქართველო ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც ამას ადასტურებს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ