ლევან მოსიაშვილის და ლორან ბისმუტის ნამუშევრების გამოფენა
დამატების თარიღი: 2019-03-15 13:34:00

15 მარტს 19:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან მოსიაშვილისა და ლორან ბისმუტის ერთობლივი გამოფენა „რენესანსი" გაიხსნება. ღონისძიება ფრანგულ-ქართული გაზაფხულის ფარგლებში გაიმართება.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი აბსტრაქტული მიმართულების ნამუშევრები.  

ფრანგი მხატვარი ლორან ბისმუტი პარიზში მოღვაწეობს. ის ძირითადად აბსტრაქტული ჟანრის ნამუშევრებს ქმნის და არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია. ლორან ბისმუტი არის სამხატვრო სახლ „დრუოს" (Drouot) მიერ აღიარებული ხელოვანი. მისი ნამუშევრები შესულია ცნობილ კატალოგებში. თბილისში ის საფრანგეთის საელჩოსა და მხატვარ ლევან მოსიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბისმუტი თავის პირველ საერთაშორისო გამოფენას გამართავს.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი ლორან ბისმუტთან ერთად ექსპოზიციაზე თავის აბსტრაქტული ჟანრის ნამუშევრებს წარადგენს.

გამოფენა 18 მარტამდე გაგრძელდება.  

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ