ლევან ზურაბიშვილის უნიკალური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2017-06-19 09:53:00

19 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში  საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და მისი პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ლევან ზურაბიშვილის შვილებმა, ოთარ და სალომე ზურაბიშვილებმა, ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს მამის პირადი ბიბლიოთეკა, მათ შორის XVII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემები, რომლებიც პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ