9 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ გაიმართა.
გამოფენის პარალელურად ნაჩვენები იყო ფილმი - „ცოცხლად მოყოლილი ამბები – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“.
გამოფენა „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გაიმართა, რომელიც სამი დღე გაგრძელდა.