საბიბლიოთეკო კონფერენცია ”თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში”
დამატების თარიღი: 2012-09-25 17:20:00

საბიბლიოთეკო კონფერენცია "თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში"


24-25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიმართა საბიბლიოთეკო კონფერენცია "თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (დიგიტალიზაციის მენეჯერი გიორგი აფრიდონიძე).

ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს ბიბლიოთეკების მდგომარეობას და მისი განვითარების გზებს. კონფერენციაზე საუბარი იქნება საბიბლიოთეკო და ფუნქციურად მასთან მიახლოებული ორგანიზაციების (ხელნაწერთა ინსტიტუტის, არქივების, კონსერვატორიის) ფონდების (წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, დისერტაციების, ხელნაწერების, ფოტოების, სანოტო და აუდიოვიზუალური ჩანაწერების) დიგიტალიზაციასა და ელექტრონული კატალოგების შექმნაზე; დაკომპლექტების ტრადიციულ წყაროებთან ერთად ინტერნეტ წყაროების გამოყენებაზე. განხილული იქნება ბიბლიოთეკების ახალი ტექნიკით აღჭურვის, კომპიუტერიზაციის, ახალი ტექნოლოგიების  და ქართული შრიფტების ამოცნობის პროგრამის დანერგვის საკითხი; საუბარი შეეხება ინტერნეტში ქართული მასალების განსათავსებლად საჭირო ერთიანი სტანდარტული, ინტერნეტთან თავსებადი შრიფტების შემუშავებას, ბიბლიოთეკების, მათ შორის, რეგიონალური, რაიონული და სასოფლო ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას, მათ ინფორმაციის, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტ-ცენტრებად გადაქცევას; ამ პროცესებში უნარშეზღუდული ადამიანების,  აფხაზი, ოსი (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის) და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, პრობაციონერების,  რიგითი მოქალაქეების ჩართვას, მათთვის მომზადების და გადამზადების კურსების შექმნას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტებმა, უნარშეზღუდულმა ადამიანებმა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა.

მიმაგრებული დოკუმენტები
პროგრამა    43 KB

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ