11 დეკემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „გოეთეს ცხოვრება და შემოქმედება“.
ლექცია ეძღვნება გერმანული ლიტერატურის უმთავრეს კლასიკოსს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომელიც მოიცავს ევროპული კულტურის ისტორიის ახალ გადამწყვეტ ეტაპს – მოდერნიზმის ეპოქის პირველ ფაზას (განმანათლებლობა, სეკულარიზმი).