საქველმოქმედო საღამო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებელად
დამატების თარიღი: 2012-11-16 16:11:00

22 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ჩვენება გამართა.

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ წამყვანმა მოდელებმა, მათ შორის სხვადასხვა დროს არჩეულმა მის საქართველოებმა და ჩეხეთიდან მოწვეულმა ტოპ მოდელმა დომენიკა სინკოვამ.

შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ