სასკოლო თეატრალურ ფესტივალ ”ARTსკოლის” მეორე სეზონი იწყება
დამატების თარიღი: 2017-05-03 12:38:00

3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სასკოლო თეატრალურ ფესტივალ "ARTსკოლის" დასკვნითი საღამო გაიმართა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პატრონაჟით სასკოლო თეატრალური ფესტივალი " ART სკოლა" წელს უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალი ითვალისწინებს სკოლების შემოქმედებით ცხოვრებაში მონაწილეობას. სასკოლო თეატრალურ ფესტივალ " ART სკოლის" პირობები საკონკურსოა. ფესტივალისთვის  მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ სპეციალურად უნდა დაწერილიყო პიესა, მოთხრობა, ეტიუდი, ჩანახატი, რომელსაც მონაწილე სკოლების შემოქმედებითი ჯგუფები წარმოადგენენ სცენაზე მცირე სპექტაკლის სახით (ქრონომეტრაჟი 25-45 წუთი).

სკოლების თეატრალური ჩვენებები შეაფასა 5-კაციანმა ჟიურიმ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ - პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დრამატურგი - ნინო  სადღობელაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მრჩეველი - შოთა მაღლაკელიძე, მუსიკოსი - გიგა ჯღარკავა, რკინის თეატრის მსახიობი - გოგა ტრაპაიძე. 

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაზღვევო კომპანია ''ალფა'', კომპიუტერული კომპანია ''ჯეობიტი'', სუხიშვილების აკადემია, მოზარდმაყურებელთა თეატრი.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ