26 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გერმანელი მეცნიერის გიუნტერ შიმენცის მიერ 70-იანწლებში ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა. გამოფენას ორგანიზება გაუწიეს ფონდმა ”გელინო” და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა.
წარმოდგენილი ფოტომასალა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის რეჟიმის გამო ტაო-კლარჯეთის ტერიტორია ქართველი მეცნიერებისთვის მიუწვდომელი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა საუკუნოვანი ძეგლების თანამედროვე ფოტოებიც, რამაც დამთვალიერებელს საშუალება მისცა ნათლად ეხილა, დრომ როგორ შეცვალა მათი მდგომარეობა.