დამატების თარიღი: 2019-01-18 15:48:08

ქართული ლიტერატურა გერმანულ ენაზე
ბიბლიოგრაფიული კატალოგი

გერმანულ ენაზე თარგმნილ ქართული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიას საფუძვლად უდევს ქალბატონ პატრიცია და ბატონ ჰანს-გიუნტერ გრიგოლაიტების მიერ მოძიებული, დაზუსტებული და ელექტრონული კატალოგის სახით თავმოყრილი 1850-2018 წლების მასალები: გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გამოქვეყნებული 422 ავტორის 750 თარგმანი და პუბლიკაცია.

გერმანელი ავტორების კეთილი ნებით ბიბლიოგრაფიის ელექტრონული ბაზა საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს მის დაცვასა და განახლებას.
იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

 ქართული ლიტერატურა გერმანულ ენაზე


სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ