სამეცნიერო კონფერენცია ,,კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში“ – 2012
დამატების თარიღი: 2012-12-07 15:33:00

2012 წლის 7 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში“. სამუშაო თემატიკა: კავკასიის ქვეყნები სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების პროცესში; კავკასია გლობალიზაციის პროცესში; კავკასია კულტურათა გზაგასაყარზე; კავკასიის ეთნოლოგია და ფოლკლორი; კულტურული ტრადიციები და კონფლიქტი თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის; კავკასიის ხალხთა ისტორია და ლიტერატურა; განათლების პრობლემები კავკასიაში; კავკასიელები ერთმანეთის შესახებ (წარმოდგენები, სტერეოტიპები და ა.შ).

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ