10 მაისი - ქართული ავიაციის დღე
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:36:46

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, ბესარიონ ქებურია, 1870 წლის 3 (15) თებერვალს სოფელ ჩხოროწყუში დაიბადა.

ბესარიონ ქებურიამ 1898 წელს პეტერბურგში გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება მიიღო. მუშაობდა ორენბურგ–ტაშკენტის, ბორჯომისა და ყარსის რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე.

საკუთარი კონსტრუქციის პლანერით პირველად 1908 წელს იფრინა (თბილისი, საბურთალო). 1910 წელს პარიზში ავიატორის დიპლომი მიიღო. ამავე წელს იყო მისი საჩვენებელი გაფრენები ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში.

საკუთარი კონსტრქციის მონოპლანი `ბლერიო XII~-ის ბაზაზე ააგო და 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში 31 წუთის განმავლობაში იფრინა.

1912 წელს ბესარიონ ქბურიამ სარეკორდო გაფრენა მოახდინა - 1500 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

1913 წელს კიდევ რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა ჩაატარა: ქუთაისში გადაფრინდა; სურამის უღელტეხილს 2000 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკსა და სოხუმში.

1923 წელს ქებურიას ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასები:  თბილისი – ბაქო, თბილისი – სოხუმი, მოსკოვი – თბილისი, თბილისი – ქუთაისი – ბათუმი. ამავე წელს იგი `საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების~ თავმჯდომარედ აირჩიეს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

თბილისში ერთ-ერთი ქუჩა ბესარიონ ქებურიას სახელობისაა. მისი ძეგლი დადგმულია ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ