10 ოქტომბერი – დაიბადა კირილე ლორთქიფანიძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:47:00

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (ფსევდონიმები: "თერგდალეული", "თომა კარგარეთელი", "უცხო", "კილოკავაძე") (1839–1919), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

 

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტ–ფილოლ. ფაკულტეტზე. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს (1861). იყო "თერგდალეულთა" ჯგუფის აქტიური წევრი. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ "დროების" და "შრომის" რედაქტორი. ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. "პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის" ერთ–ერთი დამაარსებელი. ლორთქიფანიძემ შექმნა ახალი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია და ამჟამადაც იხმარება. თარგმნა რუსული და უცხოური პროზისა და პოეზიის ნიმუშები. წერდა რომანტიულ ხასიათის ლექსებს.

 

 

წყარო: ქე.– თბილისი.–ენციკლოპედია.– თბ. 2002

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ