12 მაისი – დაიბადა ცეცელია წუწუნავა
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:26:03

წუწუნავა ცეცილია რაჟდენის ასული (12. V. 1892, ოზურგეთი, ახლანდელი მახარაძე, – 4. IX. 1956, თბილისი), ქართველი საბჭოთა მსახიობი, საქართველოს სსრ. სახელობის არტისტი (1943).

 

1912 დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია, პროფ. სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 20–იანი წლების დასაწყისიდან. 1920–26 მუსაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1926–28 – თბილისის "წითელ თეატრში", 1928–56 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მკვეთრად სახასიათო და კომედიური მსახიობი. გამოირჩეოდა გრძნობისა და განცდის უშუალობით, სიმართლით. წუწუნავას სცენურ სახეებს ახასიათებდა სოციალური სიმახვილე, ხალხურობა, ეროვნული კოლორიტი. როლები: სალიხე (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), კაროჟნა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), მაკა (შ. დადიანის "კაკალ გულში"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანი?!"), ანა ანდრეევნა (გოგოლის "რევიზორი"), მარსელინა (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"). წუწუნავას მხატვრული შედევრი იყო ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი) და სხვა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მხატვრული კინოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. შექმნა მარინეს ("ქრისტინე", 1916), სალიხეს ("ვინ არის დამნაშავე?"), კნეინას ("ქეთო და კოტე", 1948), ეფროსინეს ("ჭრიჭინა", 1953) და სხვა სახეები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

 

წყარო: ქსე. –ტ. 11. – თბ. 1987.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ