13 მარტი – დაიბადა მერი დავითაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 11:16:02

დავითაშვილი მერი შალვას ასული (დ. 1924), კომპოზიტორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

 

1946 დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი ა. ბალანჩივაძე), 1968–92 იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად ტარდებოდა საბავშვო მუსიკის კვირეულები. 1973–დან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა – "ქაჯანა" (1965) და "ნაცარქექია" (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის ("მანანა", "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა" და სხვა), სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

წყარო: თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. 2002 წ.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ