13 სექტემბერი – დაიბადა ილია წინამძღვრიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:47:45

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე [1 (13). IX. 1834, სოფ. წინამძღვრიანთკარი, ახლანდელი მცხეთის რაიონი; – 2 (15). IX. 1920, იქვე], ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი.

 

1855 დაამთავრა თბილ. კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრნომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო სამეურნეო განათლებას მისცემდა. წინამძღვრიშვილმა 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა. 1889 მან გამოსცა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება”, შემდეგ – "ზოგადი მიწათმოქმედება”. ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით წინამძღვრიშვილმა აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში (70–იანი წლებიდან). მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც.

 

 

წყარო: ქსე. – ტ. 11. – თბ. – 1987.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ