14 აგვისტო - დაიბადა ჯულიეტა ვაშაყმაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 12:19:23

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, რომელიც 1956 წლის 30 დეკემბრით თარიღდება ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას. ჯერ იგი დიქტორად მუშაობდა, ხოლო 1968 წელს გადავიდა ტელეკომენტატორად.

 

ჯულიეტა ვაშაყმაძე დაიბადა  ქალაქ თბილისში 1933 წლის 14 აგვისტოს . საშუალო განათლება  თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურულ ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

 

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, რომელიც 1956 წლის 30 დეკემბრით თარიღდება ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას. ჯერ იგი დიქტორად მუშაობდა, ხოლო 1968 წელს გადავიდა ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს ტელეგადაცემები მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური, სოფლის მეურნეობის და სხვა.

 

გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. იგი გადაღებულია ფილმებში: "ყვავილი თოვლზე”, "თოჯინები იცინიან,”, "პაპა გოგია”, "არაჩვეულებრივი გამოფენა” და სატელევიზიო ფილმი "მზე ჭიქაში”.

 

წყარო: ირაკლი დვალი.–ჩვენი რაჭა.–2006 წ.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ