14 ნოემბერი – დაიბადა მურმან ლებანიძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:24:15

ლებანიძე მურმან სოლომონის ძე _ პოეტი. დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში. 1940 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ კავკასიონის უღელტეხილზე, შემდეგ _ ყუბანში. 1943 წელს ჭრილობების გამო დაბრუნდა თბილისში და 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1948 წელს დაამთვარა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1975-95 წლებში იყო ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1975-78 წლებში _ ლიტერატურის ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პ/მგ მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (1978-94), 1994 წლიდან თავმჯდომარე. იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი.

 

პოეტის მთავარი წიგნებია: რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989); "უკვდავი ყვავილები" _ კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (1988), "ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!" (1981).

 

1970-72 წლებში შექმნილი ნაწარმოებებისათვის _ ისტორიული პოემისათვის _ 1973 წელს მ. ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1992 წელს წიგნისათვის "ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ" მიენიჭა გ. ტაბიძის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995). 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1995 წელს.

გარდაიცვალა 2002 წელს.

 

წყარო: საპატიო მოქალქეები. – თბ. – 2006.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ