14 სექტემბერი – დაიბადა ელისო ვირსალაძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:47:11

ელისო ვირსალაძე დაიბადა თბილისში 1942 წლის 14 სექტემბერს. გამოჩენილი ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, პიანისტთა შუმანის სახელობის (ცვიკაუ, 1966 წელი) საერთაშორისო კონკურსისა და  მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის (1962 წელი) ლაურეატია. 

სამუსიკო განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და  მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც გაიარა ასპირანტურის კურსიც.  

ელისო ვირსალაძე თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. იგი საუკეთესო ინტერპრეტატორია მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, შოპენის, პროკოფიევის მუსიკის. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებებსაც. 

ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  არის მოსკოვის კონსერვატორიისა და გერმანიის ქალაქ მიუნჰენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პროფესორი. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 

 

 

წყარო: ქსე. – ტ. 11. – თბ. – 1987.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ