15 ნოემბერი – დაიბადა გიორგი (გიგლა) ფირცხალავა
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:22:38

ფირცხალავა გიორგი (გიგლა) იასონის ძე (1922–83), გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

 

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1950), კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო 1941–42 ჟურნალ "ნიანგში", 1950–66 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1952–იდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში", დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფირცხალავას მახვილგონივრული კარიკატურები და მეგობრული შარჟები. ფირცხალავა ავტორია სკულპტურული პორტრეტებისა: "მოჭიდავე დავით ციმაკურიძე"(1953, ბრინჯაო), "მოჭიდავე გივი კარტოზია" (1956, ბრინჯაო); ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი, 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973; ყველა – მხატვრის კუთვნილება). ფირცხალავას კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982).

 

 

  

წყარო: თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ. 2002

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ