16 სექტემბერი - დაიბადა ოთარ ჯაფარიძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:37:23

ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე (დ. 1921), არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993; წ. – კორ. 1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიისა (1970) და თსუ პრემიის ლაურეატი (1962). თბილისის საპტიო მოქალაქე (1977).

 

1984–იდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრში განყოფილების გამგეა. 1949 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1967– 1999 არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის კათედრის გამგეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991). ქართული ეციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

ჯაფარიძის გამოქვეყნებული ნაშრომები, რომელთა შორის თერთმეტი მონოგრაფიაა, ძირითადად ეხება ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველ ტომთა ეთნოგრაფიის ისტორიის საკითხებს. 1948–49 ჯაფარიძის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გაითხარა ძველი თბილისის კერამიკული სახელოსნო "განჯისკარი". ჯაფარიძის ძირითადი ნაშრომებია: ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში, თბ., 1955; არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში 1957–58 წწ., თბ., 1960; ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, თბ., 1976; ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის ძვ. III ათასწლეულში, თბ., 1988. საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ