17 იანვარი – დაიბადა მაია ჩიბურდანიძე
დამატების თარიღი: 2013-01-10 15:57:09

მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961) — ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის.

მაია მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წევრი იყო სსრკ-ის მოჭადრაკეთა გუნდში, რომელიც დომინირებდა ქალთა ოლიმპიადებს 1980-იანებში, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი გახდა, ის პირველ დაფაზე თამაშობდა ახალი ქართული ეროვნული გუნდისთვის, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა ადრეულ 1990-იანებში.

 

მრავალი ექსპერტისთვის საკვირველი იყო, თუ როგორ მოახერხა ასეთმა პატარა რესპუბლიკამ ამდენი მსოფლიო ლიდერის აღზრდა ქალთა ჭადრაკში. მაია ჩიბურდანიძე ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქართველ ქალთაგან, რომელთაც ჭადრაკის უმარლეს მწვერვალებს მიაღწიეს. მან ჩემპიონის ტიტული მეორე ქართველს, ნონა გაფრინდაშვილს ჩამოართვა 1978 წელს და დაიცვა იგი რამდენჯერმე 1980-იანი წლების განმავლობაში ასევე საკუთარ თანამემამულეებთან პაექრობაში.

 

მაია დაიბადა ქუთაისში; ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ქალთა ტიტულს დაეუფლა. 1977 წელს მას საერთაშორის ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.

 

მისი წარმატებული დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. შემდეგ იგი კიდევ ერთ ტურნირში იმარჯვებს თბილისში 1975 წელს, 1976/77 წლებში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ციკლში ჩართვამდე.

 

1976 წელს ზონათშორის შეჯიბრში მე-2-დ გასვლით ის 1977 წლის კანდიდატთა სიაში შედის. კანდიდატთა ფინალში ის ყველა მოწინააღმდეგეს ანცვიფრებს და ბოლოს ალა კუშნირის დამარცხებით (7½-6½) მსოფლიო ტიტულის მატჩზე ბიჭვინთაში ნონა გაფრინდაშვილის პირისპირ გამოდის.

ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½ და ქალთა ჭადრაკის მსოფლიო განაცვიფრა. საკუთარი სიძლიერე მან შემდგომ ოთხ ცემპიონატში გამარჯვებებით დაამტკიცა. 1981 წელს ბათუმში მწვავე პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში ირინა ლევიტინასთან თამაშში ის ისევ მტკიცედ იმარჯვებს (8-5).

 

შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენე ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით იმარჯვებს ნანა იოსელიანთან მატჩში თელავში 8½-7½.

 

1990-იან წლებში მაია ჩიბურდანიძეს ახალი ძლიერი მოპაექრეები გაუჩნდენ შორეული აღმოსავლეთიდან. ჩინელი ხი ჟუნი 1991 წლის თებერვალში ფინალში გადის და ყველასათვის მოულოდნელა ჩიბურდანიძემ დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან მანილაში 8½-6½, რითაც ქართველთა ბატონობას მსოფლიო ჭადრაკში ძლიერი მოპაექრე გამოუჩნდა. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).

 

მისი თამაშის სტილი მყარი, თუმცა აგრესიულია და კლასიკურ პრინციპებს ემყარება, რაც მოსალოდნელია მოთამაშისგან, რომლის მწვრთნელი მის ადრეულ კარიერაში იყო ედუარდ გუფელდი, წამყვანი საბჭოთა სპეციალისტი.

 

ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2005 წლის აპრილში იყო 2509, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-4 ადგილს აკუთვნებს.

 

წყარო: თბილისის ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ