17 ოქტომბერი – დაიბადა პეტრე უმიკაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 16:02:15

პეტრე უმიკაშვილი (17 ოქტომბერი, 1838, თბილისი ― 10 იანვარი, 23 იანვარი, 1904, თბილისი), ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი.

 

დაიბადა თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე უმიკაშვილი ცნობილი გახდა ლიტერატურული ნარკვევებით, თარგმანებით, პიესებით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებით, რომლის პირველი გამოცემა შედგა 1874 წელს. გარდა ამისა უმიკაშვილმა მოამზადა რამდენიმე გამოცემა სახალხო სიმღერებისა და მდიდარი ფოლკლორული კოლექციების. მისი "ხალხური სიტყვიერება", სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო (მაშინ საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.

 

პეტრე უმიკაშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის პეტრე უმიკაშვილის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ