19 ივლისი – დაიბადა ვლადიმერ მაიაკოვსკი
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:49:59

ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი (დ. 19 ივლისი/7 ივლისი, 1893, ბაღდათი, საქართველო - 1930წ., 14 აპრილი, 1930, მოსკოვი) საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ამჟ. ბაღდათის რაიონი), ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის (1857-1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე" (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ