1 აგვისტო – დაიბადა ლეილა აბაშიძე
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:05:23

1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”.

1941 წელს ითამაშა კატოს როლი ფილმ "ქაჯანაში", შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე: იუტა ("ოქროს ბილიკი", 1945), ნაზიბროლა ("აკაკის აკვანი", 1947), ნინო ("გაზაფხული საკენში", 1950), მერინე ("ჭრიჭინა", 1954), ლელა ("ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", 1955), ლია ("აბეზარა", 1956), მანანა ("ჩვენი ეზო", 1956), მაია ("მაია წყნეთელი", 1959), მზია ("სად არის შენი ბედნიერება, მზია?", 1959), დაგმარა ("მე ვიცეკვებ", 1962, "აზერბაიჯან-ფილმი"), ძიძია ("ხევისბერი გოჩა", 1964), ნინო ("შეხვედრა წარსულთან", 1966; მზევინარი - ლალი ("შეხვედრა მთაში", 1966), ვარდისახარი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ქეთევანი ("მოლოდინი"), 1970), ლეილა (”გასეირნება თბილისში”, 1977), (”სინემა”, 1977), (”ტიფლისი, პარიზი და უკან”), მანანა (”ორომტრიალი”).არის მხატვრული ფილმების ”მოლოდინი” (1970), ”კოშკები სდუმან” (1978) სცენარის ავტორი, მატვრული ფილმის ”ტიფლისი, პარიზი და უკან” სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.

ლ. აბაშიძე არის საქართველოს სსრ (1965) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (1964) სახალხო არტისტი; დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961); მიღებული აქვს პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალზე, 1968 წ., II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი ტოკიოში, 1997 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ