20 ივნისი – დაიბადა სიდამონ ერისთავი
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:45:24

სიდამონ–ერისთავი ვალერიან ვლადიმერის ძე (1889–1943), ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

 

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1940). თბილისში მხატვრობას ეუფლებოდა კერძო სამხატვრო სტუდიაში ა. მრევლიშვილისა და ბ.ფოგელის ხელმძღვანელობით. 1909–15 სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1925–43, 1938–იდან–პროფესორი). ავტორია თბილისისადმი მიძღვნილი ნახატებისა: " ძველი თბილისი", " სასახლის წინ", "უი, ქა!" (ყველა–საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). შექმნა ისტორიული ჟანრის ფერწერული ტილოები ("თამარ მეფე", 1917, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი; კრწანისის ბრძოლა", 1919, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და პორტრეტები ("ივანე ჯავახიშვილი",1941) და სხვა. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები; ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" (1922, კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული ცნობილი სპექტაკლი, რუსთაველის სახ. სახელმწიფო  აკად. თეატრი), ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1923, პირველი დადგმა–თბილისის საოპერო თეატრი) და სხვა.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–2002 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ