21 აპრილი – დაიბადა ჯემალ ღაღანიძე
დამატების თარიღი: 2013-02-25 11:33:06

ჯემალ ღაღანიძე (21 აპრილი, 1933) – ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.

 

1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია : წიწოლა ("ბახტრიონი"), ბ-ნი გიორგი ("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია ("გვადი ბიგვა"), ფირუზა ("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი ("კავკასიური ცარცის წრე"), I ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი");

 

გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1968), "კარდაკარ" (1960), "ფეოლა" (1970), "ვინ არის დამნაშავე", "კაპიტნები" (1974).

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ