21 სექტემბერი – დაიბადა კიტა ბუაჩიძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:27:09

კიტა მიხეილის ძე ბუაჩიძე (დ. 21 სექტემბერი, 1914, სოფ. ფარცხნალი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი), ქართველი დრამატურგი.

 

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1927, პირველი პიესა დაიდგა 1931 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. ქართულ სცენაზე დაიდგა აგრეთვე მისი შემდგომი კომედიები: "მკაცრი ქალიშვილები", "ვარდი ასფურცლოვანი", "ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე" (1941, 1952, 1962, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), "ეზოში ავი ძაღლია", "ამბავი სიყვარულისა" (1956, 1958, რუსთაველის სახელობის თეატრი) და სხვა.

 

წყარო: ქსე, ტ. 2,  თბ., 1977.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ