22 სექტემბერი – დაიბადა ლერი სიხარულიძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:26:21

დაიბადა 1934 წლის 22 სექტემბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება.

1967 წელს – მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობს სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად. 1976–78 წლებში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ