25 ოქტომბერი – დაიბადა ავთანდილ ვარაზი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:52:27

ავთანდილ ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 4 მარტი, 1977, თბილისი), ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

 

მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. ვარაზის ფსიქოლოგიური პორტრეტები გამსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით ("ბუკინისტი", 1968; თვითნასწავლი მხატვრის ვ. რურუას პორტრეტი, 1964 და სხვ; ყველა მხატვრის კუთვნილება). ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა ("მსხლები", 1973; "ნატურმორტი ლიმონით", 1973; "ყურძენი და ქილა", 1972. ყველა მხატვრის კუთვნილება). 1966-1967 საქართველოს ისტორიის მუზეუმში ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც, ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1970).

 

  

წყარო: ქსე, ტ. 4, გვ. 297, თბ., 1979

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ