25 სექტემბერი – დაიბადა თემურ ნინუა
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:17:53

თემურ ნინუა (25 სექტემბერი, 1949) – ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი.

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრის სპეციალობით. რუსთაველის თეატრში მოვიდა 1982 წელს. რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებია: I დადგმა - "დაკრძალვა კალიფორნიაში" - რეჟ. რ. სტურუა, "ასერგასის დღე" - რეჟ. რ. სტურუა, "სამანიშვილის დედინაცვალი" - რეჟ. გ. ჟორდანია, "ჰამლეტი" - რეჟ. გ. ჟორდანია, "პალატა №6" - რეჟ. დ. ანდღულაძე, "ლეონსი და ლენა" - რეჟ. ნ. კვასხვაძე, "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი" - რეჟ. რ. სტურუა, "სტიქსი" - რეჟ. რ. სტურუა, მუს. გია ყანჩელი. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" - მუს. ბ. კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში გაფორმებული: "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" - რეჟ. დ. ანდღულაძე; ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი: "ყაჩაღები" – რეჟ. ნ. ქანთარია; ბრატისლავის დრამატული თეატრი: "ფსკერზე" – რეჟ. გ. ქავთარაძე.

ჯილდოები: პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი, 1979 წ; წლის საუკეთესო მხატვარი - 1980 წ; წლის საუკეთესო მხატვარი - 2000წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ