26 ნოემბერი – დაიბადა მარჯორი უორდროპი
დამატების თარიღი: 2013-03-14 13:01:43

უორდროპი (Wardrop) მარჯორი სკოტ (1869–1909), ინგლისელი მთარგმენლი ქალი, ქართული კულტურისა და მწერლობის პოპულარიზატორი.

 

მან დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ენა, მრავალი ნაწარმოები თარგმნა ქართულიდან ინგლისურად. საქართველოს ისტორიითა და ქართულ მწერლობით უცხოელ მწერალთა და მეცნიერთა დაინტერესების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორ უორდროპისეულმა სრულმა პროზაულმა თარგმანმა (გამოაქვეყნა მისმა ძმამ ჯ. ო. უორდროპმა ლონდონში, უორდროპის სიკვდილის შემდეგ, 1912), რითაც მკითხველი საზოგადოება პირველად გაეცნო რუსთაველის პოემას ინგლისურ ენაზე. ორჯერ იყო თბილისში, იმოგზაურა საქართველოში (1894–95, 1896), გაეცნო ქართველი ხალხის ცხოვრებას, დაუახლოვდა იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეებს, მეგობრობდა ი. ჭავჭავაძესთან. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ უორდროპმა დაწერა "საქართველოში მოგზაურობის ჩანაწერები", რაშიც გადმოსცა თავის შთაბეჭდილებები ჩვენს დედაქალაქზე, აღწერა თბილისის ღირშესანიშნაობები. უორდროპის გარდაცვალების შემდეგ ჯ. ო. უორდროპმა ოქსფორდში, ბოდლის ბ–კაში დაარსა უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდი.

 

წყარო: თბილისი ენციკლოპედია. თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ