27 აპრილი – დაიბადა შოთა მესხია
დამატების თარიღი: 2013-02-25 11:26:29

მესხია შოთა, ამბაკოს ძე (27. IV. 1916, სოფელი ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი, – 15. V. 1972. თბილისი), ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955).პროფესორი (1957).

 

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორი. (1967). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1937). ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას 1941–42. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1942–იდან ენიმკის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1943–იდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე (1956–იდან გარდაცვალებამდე ამ კათედრის გამგე). 1961–იდან ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. მესხია ნაყოფიერად იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ–ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს. ქალაქების ისტორიასა და საქალაქო წყობას, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის პრობლემებს. დიდ ყურადღებას უთმობდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიულ შესწავლას. მესხიას ნაშრომს "ძლევაჲ საკვირველი" სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია მიენიჭა (1974). იყო " საქართველოს ისტორიის ნარკვევების II ტომის რედაქტორი, II და  III ტომებში რიგი მნიშვნელოვანი თავების ავტორია (საქ.სსრ. სახელმწიფო პრემია. 1982, სიკვდილის შემდეგ). დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით. შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

 

წყარო: ქსე. – ტ. 6.–1983 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ