28 აგვისტო – დაიბადა ნათელა იანქოშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:26:15

იანქოშვილი ნათელა არჩილის ასული (დ. 1918), ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახ. მხატვარი (1976). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემისს ლაურეატი (1995). თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

 

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). იანქოშვილი ძირითადად პორტრეტისტი და პეიჟასტია. თბილისში 1960–82 მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა. ძირითადი ნამუშევრებია: პორტრეტები – "ნინო ჭავჭავაძე” (1958), "მამის პორტრეტები” (1959, ორივე – საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ნუკრია” (1958), "ირმა ჩოფიკაშვილი” (1960), "ანა კალანდაძე” (1961), "მუხრან მაჭავარიანი” (1969), "მედეა ჯაფარიძე” (1976), "ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1978), "მიხეილ თუმანიშვილი” (1978, ყველა – მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – "მცხეთის ჯვარი” (1967), "კახეთი” (1974), "შატილის კუთხე” (1980); დაზგური გრაფიკა – "მეფე თამარი” (1960), "მთვარიანი ღამე” (1945). ავტორია სერიებისა: "სვანეთი”, "მექსიკა”, "კუბა”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის დასურათება (18 ილუსტრაცია, 1964–66). იანქოშვილს გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). თბილისში არსებობს "ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი”.

 

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ