29 აგვისტო – დაიბადა ემანუილ აფხაიძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:24:32

აფხაიძე  ემანუილ  ელისეს ძე (29. VIII. 1899, ქუთაისი, – 8. XI. 1970, თბილისი) ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახ. არტისტი (1946).

 

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1917) მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921–23), ქუთაისის (1923–24) და თბილისის რუსთაველის სახ. თეატრში (1924–იდან).

 

1926 დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია. აფხაიძე კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. შექმნა მკვეთრი სცენური ფორმითა და არტისტიზმით აღბეჭდილი მრავალფეროვანი რეალისტური სახეები – საქმისაი (დადიანის "თეთნულდი”), სოლომონ მორბელაძე (კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები”),  ნესტორი (დადიანის "ნაპერწკლიდან”), გონჯა (შანშიაშვილის "არსენა”), ბესო (სუმბათაშვილის "ღალატი”), მირზა (მოსაშვილის "ჩაძირული ქვები”, სსრკ სახელმწ. პრემია, 1951), დუდკინი (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი”), პანდოლფო  (გოლდონის "საპატარძლო აფიშით”), დიეგო (ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი”), რაგნო (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი”). აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ–სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე ქართულ კინოფილმებში ("სურამის ციხე”, "ნარინჯის ველი”, "დაკარგული სამოთხე”, "ფიცი”, "გიორგი სააკაძე”, "ჭრიჭინა”, " მაია წყნეთელი”, "განაჩენი”, "დღე უკანასკნელი, დღე პირველი”).

 

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

 

 

წყარო: ქსე.–თბ.1977.–ტ.2

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ