29 ნოემბერი – დაიბადა კირა ანდრონიკაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:55:55

კირა გიორგის ასული ანდრონიკაშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1908, თბილისი ― გ. 25 თებერვალი, 1960, იქვე), ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959).

 

1935 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლია ელისო (ფილმში "ელისო", 1928). მონაწილეობდა ფილმებში "სამი სიცოცხლე" (1924), "ტარიელ მკლავაძის საქმე" (1925), "მიწას სწყურია" (ჯამალა, 1930), "უდაბნო" (აქტივისტი ქალი, 1933), "შავ მთებში" (სტეფანეს ცოლი, 1941), "ის კიდევ დაბრუნდება" (1943), "ჭირვეული მეზობლები" (1944), "ზვიგენის კბილი" (ალის დედა, 1960). 1950 წლიდან მუშობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სადუბლაჟო ფილმების რეჟისორად.

 

წყარო: ქსე, ტ. 1, გვ. 450, თბ., 1975.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ