31 ოქტომბერი – დაიბადა ირაკლი ბათიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:41:01

ირაკლი დიმიტრის ძე ბათიაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1902, თბილისი ― გ. 16 მარტი, 1982), ქართველი ენტომოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

 

1925 წელს დაამთავრა თსუ აგრონომიის ფაკულტეტი. 1931-იდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1945-იდან ენტომოლოგიის კათედრის გამგე იყო; 1950-1958 ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში. ბათიაშვილმა გამოიკვლია უმთავრესად სუბტროპიკული კულტურების და კონტინენტური ხეხილის მავნე ენტომოფაუნა და მისი მტავარი სახეობების ბიოეკოლოგია. თანაავტორია ენტომოლოგიის სახელმძღვანელოსი. ბათიაშვილი იყო საქართველოს ენტომოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე (1968). დაჯილდოებულია სამი შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

 

 წყარო: ქსე. – ტ. 2. –   თბ. – 1977.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ