ელენე აკაკის ასული ბაბუნაშვილი (დ. 3 დეკემბერი, 1925, თბილისი), ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974). 1949 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-იდან მუშაობს ამავე ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე , 1984-იდან კათედრის გამგე და საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრია. იკვლევს ქართული ენის ისტორიის, ქართულ-სომხური ენობრივი ურთიერთობის, ქართული გრამატიკული აზროვნების ისტორიულ საკითხებს; შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები ქართული ენის შემსწავლელ უცხოელთათვის.
წყარო: მაჭავარიანი მ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 313, თბ., 1997.