3 მაისი – დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:08:48

ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა (1978) შორის.

 

სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). 1982 წლის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996).1996 წლიდა მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1981). თავისი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

 

ჭადრაკის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკიდან. შემდგომში მის დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი. 15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. სსრ კავშირის 5-გზის (1964,1974,1981,1983 და 1985) ჩემპიონი. 1960 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში.

1963-1974,1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა ქალთ ა საჭადრაკო ოლიმპიადებში. არის 11-გზის (საუკეთესო შედეგი) ოლიმპიური ჩემპიონი და ერთგზის ვიცე-ჩემპიონი. ინდივიდუალურად მოპოვებული აქვს 9 ოქროს,3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8). 1969 და 1972 წლებში ფლობდა ევროპის ჩემპიონთ თასს. გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთშორისო ტურნირებში:

წარმატებით გამოდიოდა ნ. გაფრინდაშვილი ვაჟთა ტურნირებშიც:

1995 წელს ნ.გაფრინდაშვილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის. ჭადრაკში მიღწეული შედეგებისათვის დაჯილდოებულია ლენინის (1966), "ღირსების’’ (1985) და "შრომითი წარჩინებისათვის’’ (1965) ორდენებით. საჭადრაკო ოლიმპიადებზე თამაშდება მისი სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ