3 ოქტომბერი – დაიბადა ზურაბ კიკნაძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:53:37

კიკნაძე ზურაბ გიორგის ძე დაიბადა 1933 წელს, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1956).

 

1960–იდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ძველი და ახალო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში, 1977–იდან თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამგეა. 1985 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა". 1992 იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–93 – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996–იდან არის "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. პირველი თარგმანი – "გილგამეში" (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 გამოაქვეყნა. კიკნაძის კვლევის სფეროა შუანდინარული ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია; ქართული მწერლობა, ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები. 1963–იდან გამოქვეყნებული აქვს თარგმანები და გამოკვლევები: "თამუზის სიზმარი"  (1969), "შუამდინარული მითოლოგია" (1976; მე–2 შევსებული გამოც,. 1979), "შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი" (1984), "ძველი შუამდინარული პოეზია" (1987), "საუბრები ბიბლიაზე" (1989), "ქართული მითოლოგია, I- ჯვარი და საყმო" (1996) და სხვა; წერილები, ესეები ლიტ., საზ.და რელიგ. თემებზე.

კიკნაძეს ჰომეროსის "ოდისეის" თარგმნისათვის  (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 მიენიჭა ი. მაჩაბლის სახელობის პრემია.

 

 

 

წყარო: ქე.– თბილისი.–ენციკლოპედია. თბ. 2002

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ