3 სექტემბერი – დაიბადა ანდრია აფაქიძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:37:10

ანდრია მელიტონის ძე აფაქიძე (დ. 3 სექტემბერი, 1914, სოფ. ზანა, ახლანდელი სენაკის რაიონი - გ. 25 ნოემბერი, 2005), ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964).

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე (1972-1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-იდან).

 

მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975-იდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. აფაქიძე რედაქტორი და თანაავტორია წიგნისა "საქართველოს არქეოლოგია", რედაქტორია მისივე ინიციატივით დაარსებული სერიის "მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის" მეტი წილი ნაკვეთებისა. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ