6 ივნისი – დაიბადა ალექსანდრე პუშკინი (1799)
დამატების თარიღი: 2013-03-05 13:17:06

1829 წელს პუშკინი ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა სამხედრო გზით თბილისისაკენ, სადაც 27 მაისს ჩამოვიდა.

სამ კვირამდე დაყო თბილისში, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას - ნარკვევში "მოგზაურობა არზრუმში" პუშკინმა გააკრიტიკა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, თანაგრძნობით ასახა ქართველი გლეხთა სიღატაკე, ქართველთა "გონებრივ ნიჭს" დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. საქართველოს ეძღვნება ლექსები: "საქართველოს მთებზე", "მონასტერი ყაზბეგზე", "კავკასიონი", "ზვავი" და სხვ.

თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 გამოჩნდა. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში პუშკინის პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. მისი ლექსები თარგმნეს ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ს. რაზმეძემ; შემდგომში - ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა და საბჭოთა ეპოქის სხვა პოეტებმა. 1899-იდან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის ნათარგმნი თხზულებანი. პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიის" სპეციალური ნომერი.

წყარო: ენიკოლოფაშვილი. – პუშკინი საქართველოში. – თბ. – 1958.

გაზ. ივერია. – 1899. – N 109. – 26 მაისი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ