6 ოქტომბერი – დაიბადა ანდრო სიმაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:52:51

დაიბადა 1923 წლის 6 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფელ ართანაში.

 

თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან. თელავში, სტუდენტობის დროს კი (1947-49)  - ფირუზ მახათელაშვილის გუნდში.    1954 წლიდან ანსამბლ \\"ართანას\\" ხელმძღვანელობა მიხეილ სიმაშვილს დაეკისრა და ანდროც მხარში ედგა ძმას.    1981 წელს ანსამბლი \\"ართანა\\"  მონაწილეობდა  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, 1985 წელს კი - მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა საკავშირო პლენუმზე მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. სწორედ ამ პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები.    2002 წელს ანდრო სიმაშვილი მიწვეულ იქნა პარიზში - ანსამბლ \\"ირინოლასთვის\\" ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად.      2003 წელს ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.      დღესდღეობით ანდრო სიმაშვილი ართანის სალოტბარო სკოლაში ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ