6 სექტემბერი – დაიბადა ანასტასია თუმანიშვილ–წერეთელი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:34:58

ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილ-წერეთელი (დ. 6 სექტემბერი, 1849, თბილისი ― გ. 7 თებერვალი/1932, იქვე), ქართველი საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

 

თბილისში დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (1865). იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი., "მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა" და ქალთა საზოგადოება "განათლების" დამმარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 ჟურნალ "ნობათში" თანამშრომლობდა. 1890 დაარსა ჟურნალ "ჯეჯილი", რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში იყო ჟურნალ "კვალის" თანარედაქტორი.

 

თუმანიშვილ-წერეთლის პირველი თარგმანი (ალფონს დოდეს მოთხრობა "მარშლის გულმტკივნეულება") დაიბეჭდა 1876, პირველი ორიგინალური მოთხრობა "მამის მსხვერპლი" - 1880. მას ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები (კრებული "მოლაღური", 1887; "ხუთი ამბავი", 1888; "კონა", 1823; "ცხოვრების გამჭრიახობა", 1924; "ყვავილი", 1926 და სხვა).

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ