7 აპრილი – დაიბადა ილიკო (ილია) ქურხული
დამატების თარიღი: 2013-02-27 11:13:57

ქურხული ილიკო (ილია) პეტრეს ძე [25. III (7. IV). 1885, თბილისი, – 24. IX. 1954, იქვე], ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).

 

1904–06 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთის და უკრაინის მღავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი. 1913 დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921–27 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927–იდან კვლავ საქართველოშა და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდელაძესთან ერთად. მუშაობდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.

 

წყარო: ქსე. – ტ. 10. – თბ. 1986. 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ