8 სექტემბერი – დაიბადა მელქისედეკ ბექაია
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:30:31

მელქისედეკ სტეფანეს ძე ბექაია (დ. 8 სექტემბერი, 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი ― გ. 18 ნოემბერი, 1964, თბილისი), ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961)... (დაწვრილებით)

 

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი (1912), იქვე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიის დარგში (1913). 1912-1914 მოღვაწეობდა ევროპის სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო 1914-1918 წლებში - ბაქოში. 1919 წლიდან, თსუ-ის პროფესორთა საბჭოს მიწვევით, მუშაობდა თსუ-ში, ჯერ ასისტენტად და დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად. სხვა და სხვა დროს იყო თსუ-ის ტექნოლიგიური ქიმიის კათედრისა (1930-1936) და ანალიზური ქიმიის კათედრის (1937-1964) გამგე. ბექაიამ დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა. გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი.

 

წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ