GEO
ENG
ძიება საიტზე
ძიება კატალოგში
საძიებო სიტყვა
მთავარი
ჩვენ შესახებ
ადგილმდებარეობა
ბიბლიოთეკის სტრუქტურა
საკანონმდებლო აქტები
ბიბლიოთეკის ფონდები
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკის ისტორია
არქიტექტურა
დირექტორები
საკონტაქტო ინფორმაცია
ღონისძიებები
ბიბლიოთეკის სიახლეები
ღონისძიებების მართვა
მიმდინარე აქციები
პროექტები
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
ისტორიული კალენდარი
მომსახურება
მკითხველთა რეგისტრაცია
საცნობარო–ბიბლიოგრაფიული
სამკითხველო დარბაზები
ბშა
ISBN, ISMN, ISSN
ინტერნეტი და ინტრანეტი
ჩვენი გამოცემები
ბლოგი
ხშირად დასმული კითხვები
ელ
.
რესურსები
კატალოგები
ქართული გაზეთების კატალოგი
უცხოური გაზეთების კატალოგი
ციფრული ბიბლიოთეკა
"ივერიელი"
"მ. მამარდაშვილის" კოლექცია
ბეჭდური არქივი
ლექსიკონები
ქართველი ავტორები
ქართველები უცხოეთში
სხვა რესურსები
საბიბლიოთეკო ქსელი
საქართველოს ბიბლიოთეკები
კონფერენციები
საქართველო
სანკტ-პეტერსბურგი
ყირიმი
სტოკჰოლმი
ლატვია
თანამშრომლობა
მეთოდური გამოცემები
საინტერესო ბმულები
მთავარი
/ ღონისძიებები
/ ისტორიული კალენდარი
7 სექტემბერი – დაიბადა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია)
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― 29 მარტი, 1927, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.
8 სექტემბერი – დაიბადა მელქისედეკ ბექაია
მელქისედეკ სტეფანეს ძე ბექაია (დ. 8 სექტემბერი, 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი ― გ. 18 ნოემბერი, 1964, თბილისი), ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961)... (დაწვრილებით)
9 სექტემბერი - დაიბადა დავით ერისთავი
დავით გიორგის ძე ერისთავი (დ. 9 სექტემბერი, 1847, სოფ. ხიდიათავი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 11 ოქტომბერი/23 ოქტომბერი, 1890, თბილისი), ქართველი მწერალი.
10 სექტემბერი – დაიბადა მედეა ამირანაშვილი
მედეა პეტრეს ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1930, თბილისი), ქართველი მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971) .
11 სექტემბერი – დაიბადა დავით კლდიაშვილი
დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 11 სექტემბერს, სოფ. სიმონეთში (ახლ. თერჯოლის რაიონი), გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ოჯახში გაატარა.
12 სექტემბერი – დაიბადა გურამ თიკანაძე
გურამ თიკანაძე დაიბადა 1932 წლის 12 სექტემბერს სოფელ კვირიკეთში. 4 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. დაამთავრა თბილისის პირველი საშ. სკოლა, დადიოდა ფოტომოყვარულთა წრეზე თბილისის პიონერთა სასახლეში.
13 სექტემბერი – დაიბადა ილია წინამძღვრიშვილი
წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე [1 (13). IX. 1834, სოფ. წინამძღვრიანთკარი, ახლანდელი მცხეთის რაიონი; – 2 (15). IX. 1920, იქვე], ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი.
14 სექტემბერი – დაიბადა ელისო ვირსალაძე
ელისო ვირსალაძე დაიბადა თბილისში 1942 წლის 14 სექტემბერს. გამოჩენილი ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.
15 სექტემბერი - დაიბადა ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი
ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) კონსტანტინეს ძე (1909–79), მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მომღერალი. საქრთველოს სახალხო არტისტი (1967). 1933–46 თბილისის ზ. ფალიაშვილის სახალხო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
16 სექტემბერი - დაიბადა ოთარ ჯაფარიძე
ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე (დ. 1921), არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993; წ. – კორ. 1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიისა (1970) და თსუ პრემიის ლაურეატი (1962). თბილისის საპტიო მოქალაქე (1977).
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2013
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
counters
დამზადებულია :
Pro-Service
-ის მიერ