დამატების თარიღი: 2012-09-28 12:05:16

ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების
საერთაშორისო სტანდარტული ნომრები

ISBN, ISMN და ISSN მსოფლიოში ცნობილია, როგორც მექანიკურად საკითხავი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეუცდომლად ახასიათებს ნებისმიერ წიგნს, მუსიკალურ და პერიოდულ გამოცემას. ISBN, ISMN და ISSN არის საფუძველი ნაბეჭდ ერთეულთა სექტორის სამი შემადგენელი კომპონენტის ურთიერთკავშირისათვის - გამომცემლობითი, სავაჭრო და ბიბლიოთეკური. ნომერი ენიჭება ყოველ ცალკეულ გამოცემას და მათი საშუალებით ხდება შეკვეთისა და დისტრიბუციის სისრულეში მოყვანა. ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საშუალებით იოლად მოიძებნება ინფორმაცია სასურველი ნაბეჭდი ერთეულის შესახებ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება:

  • გასცემს ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემისა და ISSN სერიული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებზე და ავტორ-გამომცემლებზე;
  • ახორციელებს კონტროლს საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე;

გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან მიანიჭონ საერთაშორისო სტანდარტული ნომრები მათ მიერ გამოცემულ თითოეულ ნაბეჭდ ერთეულს, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა გამომცემელთა საერთაშორისო ცნობარში. 

საერთაშორისო სტანდარტული ნომრები ლეგალურს, კანონიერს ხდის თვით გამავრცელებლის საქმიანობას. როდესაც საქართველოში წიგნი და პერიოდული გამოცემა იბეჭდება არალეგალურად, გამომცემლობათა გვერდის ავლით, ასეთი ლიტერატურა არსად არის აღრიცხული და ძნელია მათი კონტროლი.

გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან გადასცენ გამოცემის ოთხი ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ISBN –ის ( წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ლონდონში.



ISMN –ის (მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ბერლინში.


ISSN –ის (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) ცენტრი მდებარეობს პარიზში.


მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, I კორპუსი, I სართული
სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
ტელ.: +995 (32) 297 16 32;
ტელ.: +995 (32) 297 16 31.
ელ.ფოსტა: nsimonishvili@nplg.gov.ge
 (ISBN,ISMN);
ელ.ფოსტა: mkenchoshvili@nplg.gov.ge
 (ISSN)

ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ