10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე
დამატების თარიღი: 2012-10-09 04:31:00
 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულმა სამკითხველო დარბაზმა დაიწყო გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების კურსი.

 

სამეცნიერო-პოპულარული სტილის ლექციები მიზნად ისახავს გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას, თანამედროვე კვლევათა ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენას.

 

საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თსუ პროფესორი  სანდრო თვარაძე, თსუ ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე და ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი.

 

ლექციები გაიმართება 9 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია-საუბარი.

 

გიწვევთ გერმანული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ენა: ქართული

 

მხარდამჭერი ორგანიზაცია: თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.

 

 

 

 

სამუშაო პროგრამა:

 

9 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანული რომანტიზმი"

კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი

 

16 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანული მოდერნიზმი"

კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი

 

23 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანულენოვანი ლიტერატურა XX საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში:   ექსპრესიონიზმი და ახალი საგნობრიობა"

სანდრო თვარაძე, თსუ  პროფესორი

 

30 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა"

ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

6 ნოემბერი, 18 სთ.

თემა:  "გერმანულენოვანი სოცრეალიზმი"

ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

13 ნოემბერი,18 სთ.

თემა: "გერმანულენოვანი ლიტერატურა სტუდენტური მოძრაობის წლებში"

ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

20 ნოემბერი,18 სთ.

თემა: "გარდატეხის ხანის ლიტერატურა" (Wendeliteratur).

ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

27 ნოემბერი, 18 სთ.

თემა: "შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა და სოციოლოგიური მეთოდი"

სანდრო თვარაძე, თსუ პროფესორი

 

4  დეკემბერი, 18 სთ.

თემა:  "გერმანული ლიტერატურა ბაროკოსა და განმანათლებლობის ეპოქაში: რომანი და დრამა"

სანდრო თვარაძე, თსუ  პროფესორი

 

11 დეკემბერი, 18 სთ.

თემა:  "გოეთეს ცხოვრება და შემოქმედება"

კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ